რატომ ვერ ხვდებიან უნივერსიტეტის მიერ მომზადებული კადრები სკოლაში?

11 მარტი 2019, 00:00 2416 ნახვა

ერთ-ერთი მთავარი ადგილი, სადაც მოზარდი ყველაზე მეტ დროს ატარებს ეს სკოლაა - სწორედ სკოლა საჭიროებს ყველაზე მეტ ყურადღებას. განსაკუთრებით კი მთავარი გამოწვევა, რასაც დღეს ბულინგს უწოდებენ. კიდევ ერთი გამოწვევა კი ჩვენი ქვეყნისთვის განათლების ხარისხია.

ხარისხის გასაუმჯობესებლად თანხების მობილიზებას იწყებს მთავრობა, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კი ცვლილებათა პაკეტს ამზადებს, რომელიც მასწავლებლობის მსურველს სკოლაში დასაქმების გზებს გაუმარტივებს. ცნობილია, რომ ქვეყანასა და რეგიონშიც არსებობს სხვადასხვა საგნის სპეციალისტების დეფიციტიც, მიუხედავად ამისა, კი აჭარის 229 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 2 სკოლაშია გამოცხადებული ვაკანსია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში