ბათუმში შემოსასვლელი გზა ჩაკეტილია

12 მარტი 2019, 00:00 5900 ნახვა

მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა მახინჯაურში, გვირაბთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია, რის გამოც გზაზე საცობებია. ბუტა ანთაძის ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ფორმით აპროტესტებენ და მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.  

მათ ასევე შინაგან საქმეთა მინისტრთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურთ.  

დღეს, 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ქობულეთის სოფელ მუხაისტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და ბესიკ ტაკიძეს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე გასული წლის 15 ივნისს იმ დროს მოკლეს, როცა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციელს დანა ზურგში ჩაარტყა. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში