კანონის მოთხოვნები უმკაცრესად იყო დაცული - თორნიკე რიჟვაძე ტერმინალის მშენებლობაზე

12 მარტი 2019, 00:00 1739 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, კანონის მოთხოვნები უმკაცრესად იყო დაცული. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, თუ კითხვები მაინც დარჩა, ''ნებართვისგამცემები'' ნებისმიერ შეკითხვას კვალიფიციურად უპასუხებენ. 

''რაც შეეხება სკრინინგის ანგარიშს, ეს მკაცრად არის რეგლამენტირებული კანონის მიხედვით და ბუნებრივია ამ შემთხვევაშიც, ნებართვის გაცემისას უზუსტესად და უმკაცრესად იყო კანონის მოთხოვნები დაცული. თუ არსებობს ზოგადად პროცედურებთან დაკავშირებით კითხვები, მე დარწმუნებული ვარ ამ კითხვებს ნებართვის გამცემები ძალიან კვალიფიციურად უპასუხებენ. ყველა ის პროექტი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქალაქისთვის შეუფერხებლად უნდა განხორციელდეს. მას შემდეგ, რაც ყველა ეს მოთხოვნა დაცულია, ბუნებრივია, ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს მთავრობის თავმჯდომარემ. 

​ბათუმის პორტში, კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ხელი ქალაქის მერმა დღეს მოაწერა. ლაშა კომახიძემ თქვა, რომ ტერმინალი ქალაქს საფრთხეს არ შეუქმნის, ეს კი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დადასტურდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში