"მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა" - პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ ახალგაზრდაზე

13 მარტი 2019, 00:00 1512 ნახვა

"ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით" - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გალში, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი სამძიმარს უცხადებს ირაკლი კვარცხელიას ოჯახს: "ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში" - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 12 მარტს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ  დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ. 

უწყების განცხადებაში ეწერა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. 

მიმდინარეობს სხვადასხვა უწყების მიერ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე ობიექტური მიზეზების დადგენა. 

ამავე კატეგორიაში