მოქალაქეები ითხოვენ ფაროსანასთან ბრძოლისთვის მედიკამენტები დაბალ ფასად მიეწოდოთ 

13 მარტი 2019, 00:00 1676 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას და ქაქუთის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი  აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს თხოვნით მიმართავენ ფაროსანას  შესაწამლი შხამ- ქიმიკატების შეძენა  შეღავათიან ფასებში შეძლონ, ასევე გაეწიოთ  კონსულტაციები როგორ დაიცვან წამლობის პროცედურები.

ფერმერები მოითხოვენ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აიღოს პასუხისმგებლობა შხამქიმიკატის ხარისხზე. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით ქიმიკატების  შეძენას უწყება არ უზრუნველყობს.  უწყება  მიაწოდებს  სწორ  ინფორმაციას თუ როგორ და რა დოზით უნდა შეიწამლოს თხილის ბაღი.

ამავე კატეგორიაში