გალში დეფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

13 მარტი 2019, 00:00 1449 ნახვა

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ამ დრომდე უცნობია თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა  ირაკლი კვარცხელია. ევროკავშირის სადამკვირვებლო ჯგუფის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა, ცოტა ხნის წინ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა  აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ირაკლი კვარაცხელია რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს. შემდეგ კი მან საკანში თავი მოიკლა. ირაკლი კვარაცხელიას  გარდაცვალების საკითხზე ჟენევის დისკუსიების სამივე თანათავმჯდომარე სოხუმში შეხვდება. გარდაცვალების რეალურ მიზეზებზე ეჭვები აქვს ქართულ მხარეს და იგეგმება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში