აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში ახალგაზრდებს შეხვდა

13 მარტი 2019, 00:00 1668 ნახვა
00:00
00:00

სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს შეხვდა დღეს ქედაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრისას ახალგაზრდებმა რამდენიმე პრობლემური მიმართულება დაასახელეს, მათ შორის ხელშეწყობა ითხოვეს დასაქმებაში.

დღესვე, თორნიკე რიჟვაძემ თვითმმართველობას მოუწოდა საქმიანობაში მეტი ახალგაზრდა ჩართოს  და წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები გადასცა. ცნობისთვის, ქედაში მცხოვრებმა ამ მოსწავლეებმა სკოლა 2016-2017 წლებში დაამთავრეს, დამსახურებული მედლები კი სხვადასხვა მიზეზის გამო, თითქმის ორწლიანი დაგვიანებით მიიღეს.  

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი