ხულოში წელს აგროსერვისცენტრი გაიხსნება

14 მარტი 2019, 00:00 1769 ნახვა

2019 წელს , აჭარაში, სოფლის მეურნეობაში დაგეგმილი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა ხულოში.  მინისტრის განცხადებით,  მიმდინარე წელს  მუნიციპალიტეტში გაიხსნება მომსახურების ცენტრი, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია სარეალიზაციოდ მომზადდება და  დახარისხდება.

წელსვე ფერმერები ისარგებლებენ მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროგრამით. მთლიანობაში სამინისტრო ხულოში 20 პროგრამას განახორციელებს.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში