ზესოფელში 9 თვეა ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

14 მარტი 2019, 00:00 1454 ნახვა

უკვე 9 თვეზე მეტია ელოდება ქედაში, ხუთი სოფლის მოსახლეობა  კომპენსაციას. ზესოფელში, აქუცაში, ინაშარიძეებში, ვაიოსა და გულებში გასული წლის, მაისის ბოლოს მოსავალი სეტყვამ გაანადგურა. განსაკუთრებით დააზიანა ვენახი და თამბაქო.

მოსახლეობა დროულ დახმარებას მაშინაც ითხოვდა. ითხოვენ და ელოდებიან ახლაც. თანხა საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სჭირდებათ. ქედის მერიაში ამბობენ, რომ პროცესი მოცულობითმა სამუშაოებმა გააჭიანურა. ახლა პირობას დებენ რომ კომპენსაციებს 173 ოჯახს, თვის ბოლოს გადასცემენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში