საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

15 მარტი 2019, 00:00 1099 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.  სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ შეხვდა პრეზიდენტის სასახლეში სომეხ კოლეგას არმენ სარქსიანს, სადაც სალომე ზურაბიშვილის გაცილების ცერემონია გაიმართა.  

მხარეებმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერთან და ეროვნულ ასამბლეაში გამართული შეხვედრები შეაფასეს და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  

საქართველოს პრეზიდენტი სომხური ეკლესიის მეთაურს გარეგინ მეორესაც  შეხვდა.სომხური ეკლესიის მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა.   პრეზიდენტის განცხადებით, კი, საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე.

ამავე კატეგორიაში