ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: ბორდერიზაციის კუთხით ახალი მოქმედებები არ შეიმჩნევა /შესწორება/

15 მარტი 2019, 00:00 1503 ნახვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ხურვალეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თვითერზე პოსტს ავრცელებს. 

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი ამჟამად დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა. უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, მაგრამ ჩვენ არ აღგვირიცხავს ინციდენტები. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, გამოიყენება კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად" - წერს ერიკ ჰოეგი თვითერზე.

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში რუსი ჯარისკაცების შესვლის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა. ხურვალეთის გადასასვლელთან პოლიციელები არიან მობილიზებულები და მოქალაქეებს სოფელში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

შესწორება: სტატიაში არასწორად იქნა ნათარგმნი სიტყვა -  "ბორდერიზაციის კუთხით ახალი მოქმედებები არ შეიმჩნევას ნაცვლად", იყო "საზღვარის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა". 

ამავე კატეგორიაში