სამი ნიღბიანი სოფლის განაპირა დგას - გორის მერი 

15 მარტი 2019, 00:00 1174 ნახვა

გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ სოფელ ხურვალეთის განაპირას სამი ნიღბიანი პირი შენიშნეს, თუმცა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო On.ge. ავრცელებს. 

"უბრალოდ სამი ნიღბიანი [არის], ნიღბები უკეთიათ ხოლმე [ოკუპანტებს], დგანან ცოტა მოცილებით, სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას, დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ — არა. უფრო სწორად იქეთა მხარეს უნდა იყვნენ", — განმარტა მერმა.

კონსტანტინე თავზარაშვილი ​ ინფორმაციით, ადგილზე სიმშვიდეა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კი თვითერზე დაწერა, რომ ბორდერიზაციის კუთხით ახალი მოქმედებები არ შეიმჩნევა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში რუსი ჯარისკაცების შესვლის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში