აქტივისტები ხურვალეთში შესვლას ითხოვენ

15 მარტი 2019, 00:00 1557 ნახვა

სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა - სოფლის შესასვლელთან რჩება პოლიცია, რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები. მედიის წარმომადგენლები ვითარებაში გასარკვევად დღის ბოლოს შეიყვანეს სოფელ ხურვალეთში.

ადგილობრივები ყვებიან, რომ რუსი სამხედროები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან. განსხვავებულია ინფორმაციის პირველი გამავრცელებლის მონათხრობი. იგი ამბობდა, რომ სოფელში რუსი სამხედროები გამოჩდნენ.

ამას არ ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაშიც აცხადებენ, რომ ახალი სასაზღვრო საქმიანობის ნიშნები არ არის და უსაფრთხოების წარმომადგენლებს არანაირი ინციდენტი არ დაურეგისტრირებიათ. სიფრთხილისკენ მოუწოდებს მედიას და სამოქალაქო აქტივისტებს სახელმწიფო მინისტრი. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს -  „რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებული''.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში