ხვალიდან „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” იწყება

17 მარტი 2019, 00:00 1420 ნახვა

ხვალიდან  „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” იწყება. მისი  მიზანი საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლება  და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებაა. წელს სწავლებაში 24 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.

 პირველად ისტორიაში,  „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრთან“   ერთად უხელმძღვანელებს. სწავლება 29 მარტს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში