ქობულეთში ქუჩების კეთილმოწყობისთვის 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

18 მარტი 2019, 00:00 1461 ნახვა

ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ქობულეთში. მერიაში ამბობენ, რომ მეგობრობის, თბილისის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია ტურისტულ სეზონამდე დასრულდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად მილიონ 50 ათასი ლარია გათვალისწინებული.  

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ხოლო სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებიც განთავსდება.  მიმდინარე წელს ქობულეთში ქუჩების კეთილმოწყობის მიზნით 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში