პარლამენტარები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ /ვიდეო/

18 მარტი 2019, 00:00 1764 ნახვა

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვის დროს პროცედურებსა და კითხვების დასმასთან დაკავშირებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  ოთარ კახიძემ ირაკლი ბერაიას ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჩხუბი მანდატურების ჩარევის შედეგად შეწყდა. 

მოგვიანებით დეპუტატმა ოთარ კახიძემ საზოგადოებას ამ საქციელის გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა ის სიტყვიერად შეურაცხყო.

ირაკლი ბერაიამ კი თქვა, რომ მხოლოდ კორექტულობისკენ მოუწოდა დეპუტატს. "მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება თუ შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტია "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ბერაიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდგომ განუცხადა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში