მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე: “ მუსლიმი თემი არასდროს გაქცეულა სამხედრო სამსახურიდან”

18 მარტი 2019, 00:00 1677 ნახვა

ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი სამხედრო ვალდებულების კანონპროექტს დისკრიმინაციულს უწოდებს. ტარიელ ნაკაიძის განმარტებით, სამხედრო ვალდებულებისგან მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდელმსახურების გათავისუფლება სხვა რელიგიური კომფესიების წარმომადგენლებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

დღეს  პარლამენტში უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელის მიხედვითაც  მართლმადიდებელი ქრისტიანი სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა კონფესიის წარმომადგენელს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მოუწევს. კანონპროექტის მიხედვით სამხედრო ბილეთის აღებას სტუდენტები სწავლის პარალელურად დაცვის პოლიციაში მსახურებით შეძლებენ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში