სანქციები დაუმუშავებელი მიწების გამო

18 მარტი 2019, 00:00 2464 ნახვა

მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული სანქცია საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდეს - ეს სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ ახალ კანონპროექტში არ წერია, თუმცა საუბრობენ რომ მსგავსი რეგულაცია შესაძლოა ახალი სააგენტოს შექმნის შემდეგ  დაწესდეს. საუბარი არაა ჯარიმებზე, საუბარია სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის შეზღუდვაზე. ის რაც პროექტში პირდაპირ წერია ეს შეზღუდვები და სანქციებია მიწის მფლობელი, ან ყიდვის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

საკამათოა ბევრი ნაწილი - არსამთავრობო ორგანიზაციებს შენიშვნები აქვთ მემკვიდრეობის ნაწილზე, უცხოელების კონტექსტში დისკრიმინაციულ მიდგომაზე და პროექტით გათვალისწინებულ თითქმის ყველა შეზღუდვებზე. ამბობენ, რომ უკეთესი იქნებოდა პირველ რიგში ხელისუფლებას დაეთვალა რა მიწას ფლობს სახელმწიფო, რას უცხოელი და რას საქართველოს მოქალაქე. წლების პრობლემა, ამ დრომდე დაურეგისტრირებელი მიწები და ახალი რეგულაციების მოლოდინი - თეონა ხარაბაძე მოგვიყვება ვრცლად. ასევე გვეტყვის რა სტრატეგიას ამუშავებს აჭარის მთავრობა, რომელიც სავარგულებზე კონკრეტული კულტურების მოყვანას და ამის განსაზღვრას ეხება.  

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში