თეთრი სახლის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ''რადიო თავისუფლების'' ქართული სამსახურის დახურვას ითვალისწინებს

19 მარტი 2019, 00:00 1684 ნახვა

თეთრი სახლის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ''რადიო თავისუფლების'' ქართული სამსახურის დახურვას ითვალისწინებს - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.  

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს სთავაზობს, რომ მომდევნო წელს, საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის 22-პროცენტით შეამცირონ და სამი სამსახურის გააუქმონ, მათ შორის ქართული სამსახურიც. 

თეთრი სახლის მიერ კონგრესში გაგზავნილი ბიუჯეტის პირველადი პროექტი აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) გვერდზე 18 მარტს გამოქვეყნდა. 

პროექტის მიხედვით, 2020 წელს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუჯეტის 124 მილიონიდან 87 მილიონამდე შემცირებაა შეთავაზებული. შემცირება ითვალისწინებს ბიუჯეტის მკვეთრ შეკვეცას, მათ შორის ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას. პროექტის მიხედვით ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები. 

„გასულ წელს რთე/რთ-ს სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ აუდიტორიამ ყოველკვირეულად 34 მილიონ ადამიანს მიაღწია - რაც 30 პროცენტიანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. ეს ადასტურებს, რომ ობიექტური ჟურნალისტიკის მიმართ ინტერესი მზარდია რუსეთში, ირანში, პაკისტანსა და რადიო თავისუფლების ყველა სხვა სამიზნე ქვეყანაში“- აღნიშნა რთე/რთ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დეიზი სინდელარმა.​

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში