ხულოში ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილის გადაყენებას ითხოვს

19 მარტი 2019, 00:00 1437 ნახვა

ხულოს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ აბაშიძის  და  სამანდატო-საპროცედური კომისიის თავმჯდომარის რამაზ გელაძის  თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. ოპოზიციის მტკიცებით აღნიშნული პირები დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ.

საკითხს კენჭი უყარეს, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა.  ბრალდებებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ინიციატივა არასერიოზულია.

ამავე კატეგორიაში