„მაზნიაშვილი - დაუმარცხებელი გენერალი“ - ღონისძიება ღია ცის ქვეშ

19 მარტი 2019, 00:00 1739 ნახვა

მაზნიაშვილი-დაუმარცხებელი გენერალი“- მუზეუმების გაერთიანების დირექტორის ორგანიზებით, მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა.  გამოიფინა მუზეუმებში დაცული გენერალ მაზნიაშვილის თანამებრძოლების ფოტოები.

გენერალ გიორგი მაზნიაშვილს ღვაწლზე ისტორიკოსებმა ისაუბრეს. 1921 წელს როცა ადგილობრივი ხელისუფლების ბედი არ იყო გარკვეული, მაზნიაშვილმა ბათუმი თურქების ოკუპაციისგან იხსნა, მან შეძლო და ორ გენერალთან ერთად, სამ დღეში თურქეთის ჯარები ბათუმიდან გაიყვანა. მაზნიაშვილის საფლავის ადგილი დღემდე უცნობია. 2013 წელს  საქართველოს პრეზიდენტმა მას  ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში