116 ოჯახი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს

19 მარტი 2019, 00:00 1921 ნახვა

100-ზე მეტი ოჯახი ითხოვს დახმარებას ქობულეთში. საუბარია დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებზე, რომლებიც დაბა ჩაქვში ყოფილი სკოლის შენობაში ცხოვრობენ. ეს შენობა 90-იან წლებში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, შემდეგ კი რესტავრაცია ჩაუტარდა, წინა ხელისუფლების დროს, 2010 წელს. იქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თავიდანვე მარტივად იყო შესამჩნევი.

ამის შესახებ კარგად იციან ქობულეთის მერიაში. 6 წერილია შესული მუნიციპალიტეტში. საკითხის შესახებ ინფორმირებულია რეგიონის მთავრობაც. მოქალაქეები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ჩაქვში ცენტრალური ხელისუფლების წარმოამდგენლებიც იმყოფებოდნენ და ადგილობრივს მითითებაც მისცეს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში