უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია​

20 მარტი 2019, 00:00 1242 ნახვა

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მომხსენებლები საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი და დიპლომატიური საკითხების მკვლევარი იყვნენ.

მათი განმარტებით საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან დაკვირვების ობიექტია, შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირება.  საუბარი შეეხო ევროპის ქვეყნებში უკანონოდ დარჩენის, თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის და მოგზაურობისას ვადების დარღვევის შემთხვევებს. 

ამავე კატეგორიაში