ქართველი ჟურნალისტები 21 მარტს პროფესიულ დღეს აღნიშნავენ

21 მარტი 2019, 00:00 1360 ნახვა

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. თარიღს 1993 წლიდან აღნიშნავენ, იდეა კი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ეკუთვნის. 

ქართული ჟურნალისტიკის დღედ, პირველი ქართული გაზეთის დაარსების თარიღი აირჩიეს. 

„საქართველოს გაზეთი“ 1819 წელს თბილისში გამოიცა. ის იმდროინდელ საქართველოში ერთადერთი პერიოდული გამოცემა იყო. პირველი ქართული ყოველკვირეული გაზეთი, ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური გამოცემა იყო, სადაც იბეჭდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების ბრძანებები, განკარგულებები, სტატიები რუსეთისა და საქართველოს საშინაო მდგომარეობაზე, საზღვარგარეთის ამბები, მოთხრობები, ანეკდოტები, განცხადებები. 

ასევე წერდნენ ისეთ მასალებს, რომლებიც იმ პერიოდის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას ასახავდა.

გაზეთის გამოცემა 1819 წლის პირველ მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ ხელმომწერების ნაკლებობის გამო გადაიდო. გაზეთის გამოცემის დაწყებისთვის 500 ხელმოწერა იყო საჭირო. გაზეთი თავდაპირველად დაახლოებით 150–200 ცალიანი ტირაჟით იბეჭდებოდა.

ამავე კატეგორიაში