"მწვანე ტბასთან" ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონი ლარი დაიხარჯება

21 მარტი 2019, 00:00 1920 ნახვა

ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. პროექტის მიხედვით  ნავმისადგომის, გზების, ადმინისტრაციული შენობის, ფანჩატურების, ღამის გასათევის, ავტოპარკინგის, საპირფარეშოების, გამწმენდი ნაგებობებისა და წყალგაყვანილობის მოწყობაა დაგეგმილი.

სამუშაოები პირველ ნოემბრამდე  უნდა დასრულდეს და ბიუჯეტიდან  მილიონზე მეტი ლარი გამო  დაიხარჯება. სატენდერო წინადადებების მიღება 31 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში