ბრალდება ნეპოტიზმზე და ხელისუფლების პასუხი

21 მარტი 2019, 00:00 1326 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პარლამენტში, აჭარის მთავრობასა და თვითმმართველობებში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ ნათესავებისა და  მეგობრების დასაქმებაში ლიდერობს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი.

ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, დასაქმებულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და ბათუმის საკრებულოს წევრების ახლობლები და ოჯახის წევრები. რეგიონის პირველი პირის თქმით, თუ ოპონენტები ბოლო 8 თვის განმავლობაში ნეპოტიზმის ფაქტს გამოავლენენ, მზადაა კითხვებს დეტალურად უპასუხოს.  

თუ კონკრეტული პირის დაქვემდებარებაში არ არის რომელიმე უწყება და მისი ახლობელი ისე ინიშნება - ამაში თორნიკე რიჟვაძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილებები კანონის შესაბამისად მიიღეს.

არჩილ ჩიქოვანი კი , აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები მთავრობის აპარატში აღნიშნულ თანამდებობებზე ადრეც მუშაობდნენ, მეგობრები კი დამსახურების მიხედვით არიან დაკავებულ პოზიციებზე სხვადასხვა უწყებაში. საკრებულოს დეპუტატი ნატალია ზოიძე ოპონენტებს ურჩევს გაცილებით  საინტერესო საკითხებით დაინტერესდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში