ხმაურიანი განცხადებები უმაღლეს საბჭოში

21 მარტი 2019, 00:00 1474 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია წარმომადგენლობით ორგანოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და მინისტრების დაბარებას ითხოვს. უმცირესობაში მყოფი დეპუტატები ამბობენ, რომ კითხვები არსებობს, როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე ჯანდაცვის მინისტრის მისამართით.

ამასთან, ითხოვენ თორნიკე რიჟვაძემ დააზუსტოს ის განცხადებები, რაც ისტორიული ბათუმის დამცველების მისამართით გააკეთა. უმრავლესობაში ამის საჭიროებას ვერ ხედავენ.


ამბობენ, რომ ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ მთავრობას ისედაც ექნება საბჭოში მისვლის ვალდებულება. ამასთან, „ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციას მოუწოდებენ, კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდებების გახმოვანებისას მეტად კონკრეტულები იყვნენ და მეტი არგუმენტი დაასახელონ.

იყო რამდენიმე შელაპარაკება და ხმაური, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი ოპოზიციონერის რეპლიკას რეპლიკითვე უპასუხა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში