ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში ''რა? სად? როდის?'' ჩატარდა

22 მარტი 2019, 00:00 1340 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში ''რა? სად? როდის?'' ჩატარდა. შეკითხვები ორგანიზატორებმა მოთამაშეებისთვის ინგლისურ ენაზე შეადგინეს.

შეჯიბრებაში 27 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.  მათ შორის გამოვლინდა ათი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც ერთმანეთს  მეორე ტურში  შეხვდებიან.   დასკვნითი შეხვედრა კურორტ გოდერძზე მომდევნო თვეში გაიმართება. შეჯიბრი მუნიციპალიტეტში პირველად გაიმართა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში