''საპრეზიდენტო არჩევნები: გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები''

22 მარტი 2019, 00:00 1008 ნახვა

„არასამთავრობო ორგანიზაციები არიან უმრავლესობის პოლიტიკური ოპონენტები. ეს სწორი არ არის და იმაზე მეტყველებს, რომ არასამთავრობო სექტორი არის სუსტი-„ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ   არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალური და ნეიტრალურად დააკვირდნენ მოვლენებს.

პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობენ მესამე სექტორში საიას თავმჯდომარის განცხადებით თუკი რომელიმე სექტორი სუსტია, ეს არის ხელისუფლება და მათ შორის პარლამენტი, მმართველი ძალა და მათი უსუსურობა ჩანს ყველგან და ყველაფერში.

ბოლო მოვლენები ამის ყველაზე ნათელი დასტურია, სასამართლოსთან მიმართებაში მათი გადაწყვეტილებები, ის, თუ რა ფორმით იღებენ და როგორ კანონებს იღებენ განაცხადა სულხან სალაძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ე.წ. ფეიკ დამკვირვებლებზე.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო უბნებთან აგიტატორების დგომა, ე.წ. შავი ფულის მოხვედრა საარჩევნო კამპანიაში, ასევე „ფეიქ პარტიების“ შექმნა და კიდევ რამდენიმე საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდეს.

ამავე კატეგორიაში