რას ედავებიან გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილეს?

22 მარტი 2019, 00:00 2690 ნახვა

იყენებს თუ არა დეპუტატის მანდატს ბათუმის საკრებულოს წევრი ანზორ დევაძე არაკეთილსინდისიერად? ამის შესახებ დეპუტატის მისამართით ბრალდებას მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მეწილე ახმოვანებს -  ქეთევან დოლიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მის ნაცვლად დარღვეულ უფლებებზე სასამართლოში მისი ძმა გიორგი დოლიძე დავობს.

გვიყვება, რომ ძველ ბათუმში არსებული შენობის მფლობელები თანაბრად არიან დოლიძეები და დეპუტატის ოჯახი, მიუხედავად ამისა კი მისი მტკიცებით გავლენების მქონე საჯარო მოხელეები მოტყუებით ითვისებენ შემოსავალს.

დეპუტატი, საკრებულოში არჩევამდე გამწვანების სამსახურში მუშაობდა, რევოლუციამდე კი ასლან აბაშიძის მთავრობის წევრი იყო. ახლა ძველ ბათუმში ქონების ოფიციალური მოიჯარე მისი სიძეა.

დავით ვარშანიძეც სიმამრის მსგავსად ახლა გამწვანების სამსახურში მუშაობს. ისინი ბრალდებებს უარყოფენ, ირწმუნებიან რომ დოლიძეები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებენ, ამასთან დავის დასრულებას ელოდებიან. სასამართლო დავა იჯარას ეხება, ამის პარალელურად კი პროკურატურა იძიებს ხომ არ გააყალბა მხარემ ხელმოწერა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში