მდინარე კინტრიშის სანაპიროს გამაგრებას ითხოვენ

22 მარტი 2019, 00:00 1748 ნახვა

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ კიდევ ერთ ტურისტულ მუნიციპალიტეტში - საუბარია ქობულეთზე. აქ საქმე ტურიზმის სექტორს და სტუმარ-მასპინძლობას არ ეხება - ამჯერად ვსაუბრობთ ადამიანების უსაფრთხოებაზე.

გელაურის დასახლებაში აქვთ შიში რომ მდინარეები, წყლის დონის მატების გამო წელსაც დატბორავს ორი ქუჩის მოსახლეობას. ამ დასახლების ნაწილი აჭყვასა და კინტრიშს შორისაა მოქცეული.

გვიყვებიან, რომ შარშან კინტრიშზე, 20 წლის წინ მოწყობილი ჯებირებიც ჩაინგრა - ჩამოშლილია ნაპირთან არსებული მიწა. ნაპირსამაგრი სამუშაოების ზაფხულში დაწყების იმედი აქვთ მუნიციპალიტეტში - მერიაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილ სამუშაოებს ელოდებიან და მრავალმილიონიან პროექტზე საუბრობენ. გათვალისწინებულია აჭყვის კალაპოტის მოწყობა, ამბობენ რომ მოეწყობა კინტრიშის წყალსამაგრი არხებიც. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში