„მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილურია“-   სასჯელაღსრულების სამინისტრო 

23 მარტი 2019, 00:00 1153 ნახვა

განცხადება, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ გაავრცელა. „მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს 21 მარტს მკურნალი ექიმის მიერ დაესვა მწვავე რესპირატორული დაავადების დიაგნოზი, რაზეც დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოგრაფია, რის შედეგადაც ფილტვებში პათოლოგიური პროცესი არ გამოვლინდა. პაციენტმა უარი განაცხადა "ავერსის" მედიკამენტებზე, რის გამოც მის მიერ შესყიდულ იქნა ტახისტინის საწუწნი აბები. 22 მარტს მსჯავრდებულს ჩაუტარდა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, დაესვა დიაგნოზი: ქრონიკული ფარინგიტის გამწვავება, ცხვირის ძგიდის გამრუდება, წიაღების ჰიპერტროფია, მიეცა საწუწნი აბები და პოვიდონის სავლები .21 მარტიდან მწვავე რესპირატორული დაავადების დიაგნოზის დასმიდან, აღენიშნება სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა. 

მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილურია, უგრძელდება მკურნალობა დანიშნულებით და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მსჯავრდებული გიორგი მამალაძე მე-18 დაწესებულებაში 22 თებერვალს მოათავსეს. იმავე დღეს გაეწია ნევროპათოლოგის და კარდიოლოგის კონსულტაცია. ასევე  ჩატარდა მულტიდისციპლინარული ჯგუფის კონსულტაცია. ნევროლოგის რეკომენდაციის შესაბამისად, 23 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით გიორგი მამალაძეს უტარდებოდა კიდურების სარეაბილიტაციო მასაჟი, ვარჯიში და ფიზიოპროცედურები კიდურების მოძრაობის შეზღუდვის გამო.  11 მარტიდან დაეწყო სარეაბილიტაციო ვარჯიში, რომელიც შეწყდა 21 მარტს მწვავე რესპირატორული დაავადების გამო.

ამავე კატეგორიაში