რა ეტაპზეა აჭარის გაზიფიცირების პროექტი?

24 მარტი 2019, 00:00 1206 ნახვა

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა. პირველ ეტაპზე  მილები დაბა ხიჭაურამდე მიიყვანეს, თავდაპირველად ახლომდებარე  სოფლების  გაზიფიცირება მოხდება შემდეგ  კი ბუნებრივი აირი კურორტ გოდერძეც შევა. ცენტრალური მაგისტრალიდან დაშორებულ სოფლებს კი შემდეგში გაითვალისწინებენ. მერიის ინფორმაციით  აბონენტები უკვე აღწერილია.

აბონენტების შიდა დაქსელვის სამუშაოებს შპს ,,გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს. ცენტრალური მილის მშენებლობის პარალელურად კი სოფლები ქსელში ჩაერთვება. ჯამში სამუშაოებისთვის დაახლოებით 35მილიონ ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში