უვიზო მიმოსვლა- საინფორმაციო   შეხვედრა  ქობულეთში

24 მარტი 2019, 00:00 1230 ნახვა

საინფორმაციო კამპანია - უვიზო მიმოსვლის შესახებ  ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სპიკერებმა ევროკავშირის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებზე,  დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებსა და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებაზე ისაუბრეს. საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ხაზი გაუსვა იმ პერსპექტივებს, რაც საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას მოჰყვება.

ელჩმა ვიზალიბერალიზაციის შედეგად ქვეყნისთვის გაზრდილ შესაძლებლობებზე გააკეთა აქცენტი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში კი მძლავრი ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებასა და ამ პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში