მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს

24 მარტი 2019, 00:00 1884 ნახვა

მსოფლიო მასწავლებელთა ჯილდო კენიელი პიტერ ტაბიჩს გადაეცა. იგი ერთ მილიონ დოლარს მიიღებს. 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა.

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. “განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის” ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქართველმა მასწავლებელმა სახალისო პრეზენტაცია გამართა. ლადო აფხაზავამ აუდიტორიას ერთ-ერთ იმ თამაშში მონაწილეობაც შესთავაზა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს და მთელი დარბაზიც აიყოლია. კადრები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა.

ამავე კატეგორიაში