იენს სტოლტენბერგი თბილისშია

24 მარტი 2019, 00:00 1262 ნახვა

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია. იენს სტოლტენბერგს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა, ვიზიტი ორდღიანია. მას სამუშაო ვახშამზე უკვე უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ იენს სტოლტენბერგს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. საგარეო უწყების ცნობით, ოფიციალური შეხვედრები ხვალაა დაგეგმილი. 

შეხვედრები საქართველოსა და ნატოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება. მასში მონაწილეობას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ. იენს სტოლტენბერგთან ერთად მისი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიც ჩამოვიდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გასული წლის დეკემბერშიც იყო. იენს სტოლტენბერგი პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლებთან გამართავს აუდიენციას.

ამავე კატეგორიაში