''იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში'' - ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში

25 მარტი 2019, 00:00 1241 ნახვა

,,იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში“- განაცხადა საქართველოში  ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის ყველა ქვეყანამ თქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ეს ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის.

ნატოს გენერალურმა  მდივანმა ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გააკეთა.  რუსეთს მოუწოდა, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან. ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზეც. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში