ხულოს მერობისთვის მმართველი გუნდიდან ვახტანგ ბერიძე იბრძოლებს

25 მარტი 2019, 00:00 8287 ნახვა

ხულოს მერობისთვის მმართველი გუნდიდან ვახტანგ ბერიძე  იბრძოლებს. მერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, ვახტანგ ბერიძე, ზედმიწევნით კარგად იცნობს ხულოს, ბოლო დრომდე იყო მერის მოადგილე და  ასრულებს მერის  მოვალეობას.

 ზუგდიდში მერობის კანდიდატად ''ქართულმა ოცნებამ'' გიორგი შენგელია წარადგინა. მარნეულში  კი მერობის კანდიდატი  ზაურ დარგალი  იქნება. ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის  ყოფილმა მერმა გოჩა მელაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ თანამდებობები 17 ოქტომბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

ამავე კატეგორიაში