ინციდენტი პოლიციის განყოფილებაში

25 მარტი 2019, 00:00 3706 ნახვა

კრიმინალური გარჩევის შემდეგ, მასში მონაწილე  ერთ-ერთმა მამაკაცმა პოლიციის შენობაში ჭრილობები მიიყენა. პროკურატურის ინფორმაციით, 50 წლამდე კაცმა ახალგაზრდა დაჭრა, შემდეგ კი პოლიციის განყოფილების შენობაში შევარდა და მძიმე დაზიანებები მიიყენა.   

დაჭრილი ახალგაზრდა ბათუმის მედცენტრში, ხოლო სავარაუდო დამნაშავე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ბრალდებულს ჭრილობები გულის არეში აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევას პროკურატურა ორი მუხლით იძიებს.  თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და გამოყენების მუხლებით.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში