რატომ ვერ მიიღო ომარ როდონაიამ თავშესაფარი ვერც ერთი სახელმწიფო პროგრამით?

25 მარტი 2019, 00:00 1882 ნახვა

წლებია დახმარებას ითხოვს ომარ როდონაია - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. 53 წლის კაცი რამდენიმე უწყებაში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მცდელობის მიუხედავად მისი დახმარებისთვის სახელმწიფომ სახსრები ამ დრომდე ვერ გამონახა.

გვიყვება, რომ დაბადებულია აფხაზეთში, ამბობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ომამდე გადმოიყვანეს - მანამდე კი ბავშვთა სახლში ცხოვრობდა. როდონაია წლებია ცდილობს დევნილის სტატუსის და თავშესაფრის მიღებას. ახლა უსახლკაროზე პერიოდულად სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფი ზრუნავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში