სამოქალაქო პლატფორმა ''ახალი საქართველო'' ზეწოლაზე საუბრობს

10 აგვისტო 2016, 00:00 3058 ნახვა

სამოქალაქო პლატფორმის ახალი საქართველოს წევრი რეზო შავაძე მისი კუთვნილი კოპანიის ოფისის ძარცვის ფაქტის გამოუძიებლობის გაჭიანურებაზე საუბრობს, მიაჩნია რომ პროცესი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. დღეს გამართულ ბრიფინგზე შავაძემ განაცხადა რომ  ივლისში მისი ოფისიდან 75 ათასი დოლარის ღირებულების ნივთები გაიტანეს, პოლიციამ დაადაგნია დამნაშავეების ვინაობა თუმცა პროკურატურა საქმის აღძვრას და დამნაშავეთა დასჯას აჭიანურებს. ამასთან შავაძის განცხადებით, ოფისი მისი კომპანიის საწესდებო კაპიტალი იყო, რომელიც  ამ ხელისუფლების პირობებში მას დანაშაულებრივი გზით წაართვეს და მესამე სუბიექტზე  გაასხვისეს, შავაძის განცხადებით გამოძიება ამ ფაქტზეც ჭიანურდება.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში