ჯარში გაწვევის გადავადებისთვის ქრთამის აღება შესაძლოა ჩინოვნიკს პატიმრობად დაუჯდეს

26 მარტი 2019, 00:00 2971 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს, რომელიც 700 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებას დაჰპირდა. 

ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის საჯარო მოხელე აიყვანეს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და კანონის გვერდის ავლით, მოქალაქეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისათვის ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს'' - წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში