“გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ დასრულდა

26 მარტი 2019, 00:00 1003 ნახვა

“გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ დასრულდა. მანამდე კი პროექტის მონაწილეებს უმაღლეს საბჭოში უმასპინძლეს. დეპუტატებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრის დასასრულს კანონმდებლებმა ახალგაზრდებს ასამბლეაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის დელეგატები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მუშაობასაც გაეცნენ. 

ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მოაწოდა. ზაალ მიქელაძე  დელეგატებს   იმუნიზაციის მნიშვნელობაზეც ესაუბრება.  ასამბლეის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაათვალიერებინათ  ცივი ჯაჭვის ოთახი. „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ ბათუმში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამავე კატეგორიაში