პარკში გულის ფორმის ხეივანი წითლად გაანათეს

26 მარტი 2019, 00:00 5584 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკში ''ირმის რქის'' ხეივანი წითლად გაანათეს. გამწვანების სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დღეს ფოტო გამოქვეყნდა, წარწერით: ''გულის ფორმის ხე-მცენარეებს, რომელიც 8 მარტს ბათუმელთა მონაწილეობით გაშენდა, განათებები დაემატა''. 

ქალთა საერთაშორისო დღეს, პარკში 80 ხე ისეთი თანმიმდევრობით დარგეს, რომ ერთობლიობაში გულის ფორმა მიიღო. 

იდეის ავტორები ამბობდნენ, რომ "გულში" რამდენიმე თვეში წითელი ფერის ყვავილებს ჩარგავდნენ

ამავე კატეგორიაში