ბიზნესი ზეწოლაზე საუბრობს - განხილვა მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე

26 მარტი 2019, 00:00 2344 ნახვა

მერიის მრჩეველთა საბჭო სამშენებლო კომპანია ,,დექსტერ დეველოპმენტის“  დამფუძნებლის  წერილი განიხილა. ეს ის ბიზნესმენია, რომელიც ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ლევან კანთელაძე აცხადებს, რომ ბულვარის მიმდებარედ 18  სართულიანი ობიექტის ასაშენებლად  შეთანხმება ჯერ კიდევ სამი წლის წინ მიიღო,    თუმცა გადაწყვეტილების აღსრულებას  ვერ ახერხებს.

 დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  საბჭოს წევრმა ნინო ინაიშვილმა თქვა, რომ ბათუმის ყოფილი მერის,  გიორგი ერმაკოვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი  უნდა დადგეს, მისი თქმით,  მას დანაშაულებები  აქვს ჩადენილი. რას გულისხმობდა მრჩეველთა   საბჭოს წევრი ამ განცხადებაში  განმარტების გაკეთება არ ისურვა. გიორგი ერმაკოვი აბსურდულს უწოდებს ბრალდებას თითქოს ის გარიგებაში იყო კერძო სექტორთან.    სხდომას  ესწრებოდა საზოგადოება ,,ბათომის
 წევრი ირმა ზოიძე,  რომელიც  ეჭვქვეშ აყენებს პროექტს,  რომელიც ბუფერულ ზონაში იყო დაგეგმილი .

იგი  არ გამორიცხავს,  რომ ადგილი ჰქონდა მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს  შორის გარიგებას, რასაც გამორიცხავს კომპანიის წარმომადგენელი.  ბიზნესში რაიმე ფორმით ჩარევას გამორიცხავს მოქმედი მერიც. ლაშა კომახიძე  კი დღევანდელ სხდომას  არ დასწრებია. მრჩეველთა საბჭოს წევრები დოკუმენტს რეკომენდაციის სახით ლაშა კომახიძეს უახლოეს დღეებში გადაუგზავნიან.  მიაჩნიათ, რომ იკვეთება კერძო ინტერესები ხელისუფლების მხრიდან რამაც, მათი თქმით ინვესტორი დააზარალა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში