გიგა ფარტენაძის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურას საქმის დროულ და სათანადოდ გამოძიებას სთხოვენ

26 მარტი 2019, 00:00 1519 ნახვა

გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურას საქმის დროულ და სათანადოდ გამოძიებას სთხოვენ. საუბრობენ რამდენიმე დღის წინ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის, შოთა შანიძის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილზე, რომელშიც ის მაშინდელ  მაღალჩინოსნებსაც ადანაშაულებს.  ოჯახის თქმით, კი ისინი  არ დასჯილან.  შოთა შანიძეს 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წელს მოკლეს. შოთა შანიძე და კიდევ ორი პირი 2015 წელს გაასამართლეს. გარდაცვლილის ოჯახს მიაჩნია, რომ გიგა ფარტენაძის მკვლელობის დროს საკანში ამ სამი პირის გარდა, სხვებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ გამოძიებამ ხელი დააფარა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში