სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

26 მარტი 2019, 00:00 1450 ნახვა

ოთხსაათიანი მსჯელობის შემდეგ  სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში. 

  უკვე ცნობილია, რომ მალხაზ კობაურის ადვოკატი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.  პროკურორი კი  მიიჩნევს, რომ სასამართლომ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯოს.

ამავე კატეგორიაში