რუსეთს დეპორტირებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა ინდივიდუალურ საქმეებზეც დაეკისრა

26 მარტი 2019, 00:00 1437 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000-მდე ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების დაწესების საკითხი დღეს განიხილა. საუბარია ინდივიდუალურ მომჩივნებზე, რომლებიც დეპორტაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე დავობდნენ.

სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაციის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გადადო და დაელოდა დიდი პალატაში ამავე საკითხზე შესულ სხვა საქმეზე ვერდიქტის გამოტანას. სასმართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც სულ მცირე 48 საათით დააკავეს, კომპენსაციის სახით 10 000 ევრო უნდა მიიღონ. 12, 500 ევრო უნდა მიიღოს იმ მომჩივანმა, რომელმაც  2-და 10 დღემდე გაატარა პატიმრობაში, ხოლო მათ, ვინც 10 დღეზე მეტი ხნით დააკავეს,  რუსეთმა 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმდინარე წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში