აქცია ჩაქვში - ადგილობრივები სანაპირო ზოლის იჯარით გაცემას აპროტესტებენ

26 მარტი 2019, 00:00 4336 ნახვა

აქცია ჩაქვში - ადგილობრივები სანაპირო ზოლის იჯარით გაცემას აპროტესტებენ და მოითხოვენ საერთო სარგებლობის პლაჟი, კვლავ საერთო სარგებლობაში დარჩეს - სანაპირო ზოლით „დრიმლენდ ოაზისია“ დაინტერესებული. წინადადება უკვე შეიტანა ქობულეთის მერიამ საკრებულოში. ახლა გადაწყვეტილება დეპუტატებმა უნდა მიიღონ. ადგილობრივები ამბობენ, რომ პლაჟის იჯარით გაცემა იგეგმებოდა 2016 წელსაც, მოქალაქეები ამას მაშინაც აპროტესტებდნენ.

ცნობისთვის, „დრიმლენდ ოაზისი“ პირველად მედიაში, სწორედ 3 წლის წინ, გახმაურებულ საქმესთან კონტექსტში გამოჩნდა. მაშინ ბათუმში  მოქალაქეები მთავრობის დაკვეთით და ამ კომპანიის შესრულებით შემუშავებული კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდნენ ძველ ბულვარში. ეს პროტესტი კონცეფციის დაწუნებით დასრულდა - სასამართლოში დავა კი ახლახან, კომპანიამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტა. არ ვიცით არის თუ არა ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირში, მაგრამ გვაქვს უფლება დავსვათ კითხვა - რა შეთანხმება შედგა, ან რა მორიგება ახსენა ადვოკატმა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში