უფუნქციო წისქვილების ამუშავებაში ითხოვენ ხელშეწყობას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში

26 მარტი 2019, 00:00 1608 ნახვა

უფუნქციო წისქვილების ამუშავებაში ითხოვენ ხელშეწყობას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში. ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა გამრიცხველიანებაა, ელექტრო მრიცხველების დამონტაჟება და შესაბამისი პროცედურების გავლა კი ხარჯებთანაა დაკავშირებული.

საპასუხოდ ხულოს მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად პროცესი უკვე დაწყებულია - ახლა წისქვილები მერიის ბალანსზე უნდა გადავიდეს - სწორედ ამის შემდეგ შეძლებს  ადგილობრივი თვითმმართველობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში